ფეხბურთი

10:00 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაია სეზონის მთავარ მატჩს გამოტოვებს

ვენის „რაპიდისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდ გიორგი ქვილითაიასთვის დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა. ავსტრიული მედიის ცნობით, ბუნდესლიგის ბოლო ტურში, „შტურმთან“ დაპირისპირებისას მიღებული ტრავმა სერიოზულია.

„მის შესახებ კარგი ამბავი არ მაქვს. ვფიქრობ, დიდი ხნით დაგვაკლდება“, - თქვა „რაპიდის“ თავკაცმა გორან ჯურიჩიჩმა.

გიორგიმ ტრავმა ხსენებული მატჩის 24-ე წუთზე მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. არადა, „რაპიდს“ ბუნდესლიგაში კიდევ ორი თამაში აქვს ჩასატარებელი და საერთოდ, სეზონის მთავარი თამაში 1 ივნისს ელის: „რაპიდი“ ავსტრიის თასის ფინალშია გასული, რომელშიც „ზალცბურგს“ შეხვდება.

გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ივნისის დასაწყისში საქართველოს ნაკრებიც ორ მატჩს ჩაატარებს და ქვილითაიას დანაკლისი ვლადიმირ ვაისისთვის კარგი სიახლე არ იქნება.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ქართველმა ასეთი შედეგიანობით ითამაშა: ბუნდესლიგა - 26 მატჩი, 7 გოლი. ევროპა ლიგა - 5 მატჩი, 1 გოლი. ავსტრიის თასი - 4 მატჩი, 1 გოლი. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს: 3 თამაში და 2 გოლი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115035