ფეხბურთი

13:50 | 23.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გრიზმანი "მანჩესტერს" არ გამორიცხავს

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი არ გამორიცხავს, რომ კარიერა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელოს. როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, „იუნაიტედში“ გადაბარგების შანსი დიდია.

„მანჩესტერი“? - რა თქმა უნდა შესაძლებელია. 60% არის იმის შანსი, რომ „იუნაიტედში“ გადავიდე“, - თქვა გრიზმანმა.

26 წლის შემტევს „ატლეტიკოსთან“ მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, შესაბამისად ინგლისელებს მისი ტრანსფერის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გაღება მოუწევთ. გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014 წლიდან მოყოლებული თამაშობს. აწ დასრულებულ სეზონში მან ლა ლიგის ეგიდით 36 თამაში ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ „ატლეტიკო“ უკვე შეუთანხმდა გრიზმანის თანამემამულეს, ალექსანდრ ლაკაზეტს და იგი დიდი ალბათობით მალე თეთრ-წითელ მაისურს მოირგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111039