ჩოგბურთი

17:50 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს “როლან გაროსზე” ანდრე აგასი გაწვრთნის

“როლან გაროსზე” მსოფლიოს ნომერ მეორე ჩოგბურთელის, ნოვაკ ჯოკოვის მწვრთნელი დიდი სლემის 8-გზის ჩემპიონი ანდრე აგასი იქნება, აღნიშნულ ინფორმაციას L’Equipe ავრცელებს.

ჯოკოვიჩმა თავის გუნდიდან ჯერ ბორის ბეკერი გაუშვა, ხოლო შემდეგ მარიან ვაიდა, რომელიც ნოვაკს 2006 წლიდან წვრთნიდა.

ლეგენდარული ანდრე აგასი ახლა 47 წლისაა, ამერიკელს აქამდე მწვრთნელად არცერთ ჩოგბურთელთან არ უმუშავია. აგასიმ საჩოგბურთო კარიერა 2006 წელს დაასრულა.

“როლან გაროსის” საკვალიფიკაციო ეტაპი 22 მაისს იწყება და 11 ივლისს დასრულდება.

0.113934