ფეხბურთი

19:27 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი: “26-ე წუთზე შეცვლა ჩემი იდეა იყო”

ლონდონის “ჩელსის” ლეგენდარული კაპიტანი ჯონ ტერი გამოემშვიდობა. ვეტერანმა ფეხბურთელმა “არისტოკრატების” მაისურით “სტემფროდ ბრიჯზე” ბოლოჯერ “სანდერლენდთან” მატჩში ითამაშა. იგი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად ანტონიო კონტემ 26-ე წუთზე შეცვალა.

როგორც გაირკვა, ეს წინასწარ იყო შეთანხმებული და თავად ფეხბურთელის სურვილით მოხდა:

“თამაშამდე ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს და შევთანხმდით, რომ სიმბოლურად 26-ე წუთზე შემცვილდა. ეს ჩემი იდეა იყო”, - თქვა ტერიმ.

ჯონ ტერი 19 წლის განმავლობაში “ჩელსიში” სწორედ 26 ნომრიანი მაისურით თამაშობდა და როგორც ჩანს ცვლილებაც ამ წუთზე იმიტომ მოხდა. ტერიმ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. უკანასკნელად კი, იგი ლონდონელთა ღირსებას ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში დაიცავს, რომელშიც “ჩელსი” “არსენალს” შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133025