ავტოსპორტი

2:52 | 22.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სებასტიან ბურდეს ავარია ინდი 500-ის კვალიფიკაციაზე

ინდიანაპოლისის 500-მილიანი რბოლის საკვალიფიკაციო სესიის დროს, მძიმე ავარია მოუვიდა ჩემპ ქარის სერიის ოთხგზის ჩემპიონს, ფრანგ სებასტიან ბურდეს. მეორე მოსახვევში შესვლისას, მას მანქანა მოუცურდა და კედელს უზარმაზარ სიჩქარეზე დაეჯახა. ავტომობილი გადაყირავდა და შემდეგ ისევ ბორბლებზე დადგა. ასეთ მდგომარეობაში რამდენიმე ათეულ მეტრზე გასრიალდა და გაჩერდა.

პილოტს გონება არ დაუკარგავს. ის სწრაფად გადაიყვანეს ინდიანას ჰოსპიტალში, სადაც საღამოს მენჯის და მენჯ-ბარძაყის სახსრის ოპერაცია გაუკეთდა. ექიმებმა განაცხადეს, რომ ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. ისინი თავიდან ორი ოპერაციის გაკეთებას გეგმავდნენ, მაგრამ ოპერაციის მსვლელობისას, ორივე ერთდროულად ჩაატარეს.

ავარია ბურდეს მესამე (ოთხიდან) საკვალიფიკაციო წრის დროს მოხდა. ამ დროისთვის მას უკვე მოესწრო უსწრაფესი დროის ჩვენება. მან წრე 38 წამში გაიარა, მისი „დალარას“ საშუალო სიჩქარემ კი 371 კმ/სთ-ს მიაღწია. მძიმე ტრავმის გამო, ბურდეს არამხოლოდ ინდი 500-ის გამოტოვება მოუწევს. ის სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს რბოლებში მონაწილეობას. არადა, ფრანგი პილოტი წლევანდელი ინდი 500-ის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო.

ბურდეს ავარიის შემდეგ, ყველა ერთხმად აღნიშნავს „დალარას“ შასის და ინდიანაპოლისის ტრეკზე განლაგებული უსაფრთხო ბარიერების უსაფრთხოებას. ეს ბარიერები ტრეკზე 2002 წელს დამონტაჟდა.

ბურდე ჩემპ ქარ-ის ჩემპიონი 2004-2007 წლებში, ოთხჯერ გახდა. შემდგ კი ფორმულა 1-ში გადავიდა, სადაც „ტორო როსოს“ მანქანით 2008 წელს ორჯერ მეშვიდე ადგილი დაიკავა. ის ამერიკას 2011 წელს დაუბრუნდა, ამჯერად უკვე გაერთიანებულ ინდიქარს, მაგრამ მხოლოდ ხუთი რბოლის მოგება მოახერხა, ყველა ავტოდრომებზე და საქალაქო ტრასებზე. 2014 წელს „შევროლე კორვეტით“ დეიტონას 24-საათიან რბოლაში გაიმარჯვა.

ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=iEBj2hg_t1o

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.197128