ეროვნული ლიგის მე-13 ტური ბათუმის "დინამოსა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩით დასრულდა. შეხვედრა 0:0 დასრულდა. ეს ბათუმელთა პირველი ფრეა სეზონში. ისე, ორივე გუნდს ცუდი სერია ჰქონდა ამ თამაშამდე. შარშანდელი მეორე და მესამეადგილოსნები ამჟამად მეშვიდე-მერვეზე არიან.
ბათუმელებს დროებით ამირან მუჯირი წვრთნის, მაგრამ როგორც უკვე დავწერეთ, დიდი შანსია, ხვალ ახალი თავკაცი დაინიშნოს: უკრაინელი კონსტანტინ ფროლოვი, რომელიც 2014 წელს ქობულეთის "შუქურას" წვრთნიდა.
დინამო (ბთ) - ჩიხურა 0:0
დინამო: ტაკიძე, ფარტენაძე, გოგიტიძე, კვირკველია, კენედი (გორელიშვილი 89), ტვილდიანი, თარხნიშვილი, ფონიავა, შონია, თევდორაძე (კვანტალიანი 72), კვასოვი
ჩიხურა: ჰამზიჩი, მირცხულავა, კორიფაძე, ჭელიძე (განუგრავა 64), კაშია, დობროვოლსკი, ივანიშვილი (გორგიაშვილი 80), სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, დეკანოიძე (გელაშვილი 87), ტატანაშვილი
გაფრთხილება: ჩიკვაიძე
მსაჯი: ნონიკაშვილი