ჩოგბურთი

21:34 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დამარცხებული ჯოკოვიჩი და ზვერევის პირველი მასტერსის ტიტული

რომის მასტერსის ფინალში 20 წლის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა. ზვერევმა 5-დან სამი ბრეიკი შეასრულა, ნოვაკს კი რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, არც ერთი პრეიკ-პოინტი არ ჰქონია.

გერმანელი ჯოკოვიჩის შემდეგ (2007 წელს) გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი ვინც მასტერსის ტურნირი მოიგო. ზვერევს სულ კარიერაში ოთხი მოგებული ტურნირი დაუგროვდა.

ზვერევმა ამ გამარჯვებით 820 000 ევრო და 1000 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლებულ რეიტინგში გერმანელი უკვე ათეულის წევრი იქნება.

0.112607