ფეხბურთი

23:00 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსისა" და ჯიჯი ბუფონის ისტორიული რეკორდები

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატი ისევ მოიგო და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში სახელი სამუდამოდ დაიმკვირდა. საქმე ისაა, რომ „იუვე“ პირველი გუნდია, რომელმაც სკუდეტოს მოგება ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში შეძლო: 2011-2012, 2012-2013, 2013-2014, 2014-2015, 2015-2016, 2016-2017.

აქამდე საუკეთესო შედეგად მიჯრით ხუთი ჩემპიონობა ითვლებოდა, რომელიც „ინტერმა“ 2006-2010 წლებში შეძლო, ხოლო ორჯერ იგივე რამ „იუვენტუსს“ ჰქონდა გაკეთებული 2012-2016 და ჯერ კიდევ 30-იან წლებში.

აბსოლუტური რეკორდსმენი გახდა ჯანლუიჯი ბუფონიც: 39 წლის მეკარემ კარიერაში მერვედ მოიგო იტალიის ჩემპიონატი (2002, 2003, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლებში) და ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. აქამდე სარეკორდო შვიდი სკუდეტო გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ამ ტიტულებში არ შედის 2005 და 2006 წლებში მოგებული, მაგრამ შემდეგ ჩამორთმეული სკუდეტოები.

ბუფონის შედეგთან ყველაზე ახლოს ლეონარდო ბონუჩია, რომელსაც 7 სკუდეტო უმაგრებს ზურგს (6 „იუვენტუსში“, ერთი „ინტერში“ 2006 წელს), დანარჩენებს კი, ვისაც შვიდჯერ აქვთ ოქროს მედალი მოგებული, კარიერა დასრულებული აქვთ.

აქვე ჩამოგითვლით იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც „იუვენტუსში“ ზემოხსენებული 6 სკუდეტო მოიგეს მიჯრით: ჯანლუიჯი ბუფონი, კლაუდიო მარკიზიო, ლეონარდო ბონუჩი, სტეფან ლიხშტაინერი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი 2012-2017 წლებში გახდნენ იტალიის ჩემპიონები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11095