ფეხბურთი

15:00 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბერიცო "სელტას" მწვრთნელი აღარ იქნება

არგენტინელი სპეციალისტი ედუარდო ბერიცო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "სელტას" დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი მწვრთნელი ვიგოს გუნდში 2014 წელს მივიდა და მას შემდეგ ბერიცოს შეგირდებმა 147 მატჩი ჩაატარეს, აქედან 61 მოიგეს, 35 ფრედ დაასრულეს, ხოლო 51 შეხვედრაში მარცხი განიცადეს. მიმდინარე სეზონში "სელტა" ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ბარიერი ვერ გადალახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101524