ფეხბურთი

15:30 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1-ს "ბასტია" და "ნანსი" დაემშვიდობნენ, "ლორიანი" პლეი ოფში ითამაშებს

საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტური გასავარდნი ზონისთვის დაძაბული აღმოჩნდა. 5 გუნდი ლიგა 1-ში დასარჩენად იბრძოდა და საბოლოოდ ქვედა დივიზიონში "ბასტია" და "ნანსი" დაქვეითდნენ. შესაბამისად გუნდებმა 34 და 35 ქულა დააგროვეს. ჩემპიონატში დარჩენის შანსი აქვს "ლორიანს", რომელსაც პლეი ოფში ლიგა 2-ის მესამეადგილოსან "სოშოსთან" მოუწევს დაპირისპირება.

საფრანგეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება ლიგა 2-დან პირველადგილოსანმა "სტრასბურმა" და მეორე პოზიციაზე გასულმა "ამიენმა" მოიპოვეს. ამ უკანასკნელმა ჯაბა კანკავას "რეიმსი" ბოლო ტურში ბოლო წამზე დაამარცხა და გულშემატკივრებს უსაზღვრო ბედნიერება მიანიჭა.

პლეი ოფის პირველი მატჩში "ტრუა" შინ "ლორიანს" 25 მაისს დაუპირისპირდება, ხოლო საპასუხო შეხვედრა 28 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115923