ფეხბურთი

0:05 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"სიონი" და "მერანი" ფრეზე გაიყარნენ

ეროვნული ლიგა 2-ის მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი ბოლნისში გაიმართა. "სიონმა" ლიდერ მარტვილის "მერანს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ დასრულდა - 1:1.

ბოლნისელები მესამე პოზიციაზე არიან და მეორეადგილოსან "რუსთავს" ერთი, ხოლო "მერანს" ხუთი ქულით ჩამორჩებიან. გოლები პირველ ტაიმში გავიდა. ჯერ სერგეი ტრეტიაკმა დააწინაურა სტუმრები, ხოლო მასპინძელთაგან გამოცდილმა ჯაბა დვალმა გაათანაბრა. ეს დვალის მე-12 გოლი იყო მიმდინარე ჩემპიონატში.

სიონი-მერანი 1:1

გოლები: 0:1 ტრეტიაკი (7), 1:1 დვალი (25)

გაძევება: გიორბელიძე (57, სიონი)

შეგახსენებთ, ეროვნულ ლიგა 1-ში პირდაპირ მხოლოდ გამარჯვებული გადავა. მეორე და მესამეადგილოსნები კი ფლეი-ოფში ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119675