ფეხბურთი

23:57 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" და "ლოკომოტივი" სხვადასხვა სერიებით

ქუთაისის "ტორპედომ" შინ 2:0 მოუგო თბილისის "ლოკომოტივს". ეს ქუთათურების ზედიზედ მესამე გამარჯვებაა და ამასთან, მეოთხე მშრალი მატჩი. აი, "ლოკომ" კი მიჯრით მესამე შეხვედრა წააგო.

კახა ჩხეტიანის გუნდმა უკეთ ითამაშა, მეტი საგოლე მომენტიც შექმნა და 44-ე წუთზე გოლიც გაიტანა, რომელიც გაუგებარი მიზეზით არ ჩაითვალა... თორნიკე კაპანაძეზე თამაშგარე დაფიქსირდა, არადა, არანაირი თამაშგარე არ ყოფილა. თანაც, ჯერ თითქოს თვლიდნენ გოლს, მერე შეიცვალა გადაწყვეტილება და გოლი გაუქმდა. ამან "ტორპედოს" ფეხბურთელებისა და ქომაგების სამართლიანი გაბრაზება გამოიწვია.

"ტორპედოს" რომ ვერ მოეგო, ვფიქრობთ, უფრო დაიძაბებოდა სიტუაცია. მეორე ნახევარში მასპინძლებმა მაინც იმარჯვეს.

ისე, სტადიონზე შუქი ჩაქრა და თამაში შეწყვეტილი იყო.

პირველი გოლი ლაშა კუჭუხიძემ გაიტანა, რომელიც სულ ორიოდე წუთის შესული იყო მინდორზე. "ლოკოს" მეკარე ბექა ქურდაძემ უხერხულად მოიგერია საჯარიმო დარტყმა და კუჭუხიძემ ახლოდან დაამატა - 1:0.

მეორე გოლს რაც შეეხება, საჯარიმოში მოკლე პასებით გათამაშების მერე გავიდა. ჯერ კუჭუხიძემ იმოქმედა კარგად, მერე კუხიანიძემ და ბოლოს ბექა ტუღუშმა ცაციით დაასრულა - 2:0.

ტორპედო (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 2:0 (0:0)

ტორპედო: რ.კვასხვაძე, ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ.გურული, ქიმაძე, გიგაური, კუხიანიძე, ტუღუში, დოლიძე (ტაბატაძე 77), კაპანაძე (კუჭუხიძე 67), საბანაძე (ბაბუნაშვილი 71)

ლოკომოტივი: ქურდაძე, გაბაძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, უბილავა, კომახიძე (ბუღრიძე 70), დიასამიძე, არდაზიშვილი (არველაძე 80), კიკნაძე, ქავთარაძე, სიხარულიძე

გოლი: 1:0 კუჭუხიძე (69), 2:0 ტუღუში (85)

გაფრთხილება: ტუღუში - კომახიძე, კიკნაძე, დიასამიძე, სიხარულიძე

მსაჯი: სილაგავა

მე-13 ტურის დარჩენილი ორი მატჩი 21 მაისს გაიმართება:

17:30. დინამო (თბილისი) - სამტრედია

19:30. დინამო (ბათუმი) - ჩიხურა (საჩხერე)E

0.109145