ჭადრაკი

23:00 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კაჭარავამ პირველი შეხვედრა წააგო

რუსეთის ქალაქ კირიშიში მიმდინარე 16-წლამდე მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სხვებთან ერთად ქართველი ნიკოლოზ კაჭარავაც თამაშობს მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა.

ერთი მოგებისა და ორი ყაიმის შემდეგ კაჭარავამ პირველი შეხვედრა წააგო, რომელიც მასზე ბევრად უფრო მაღალი რეიტინგის მქონე ტორ ფრედრიკ კაასენს (ნორვეგია) ეთამაშებოდა.

ამრიგად, ოთხი ტურის შემდეგ კაჭარავას 2.0 ქულა აქვს, რომელიც ტურნირის სამ მონაწილესთან ერთად მე-6-მე-9 ადგილებს ინაწილებს. 3.0-3.0 ქულით ჩემპიონატს სერგეი ლობანოვი(რუსეთი), არამ აკოპიანი(სომხეთი) და კირილ შუბინი(რუსეთი) ლიდერობენ.

მეხუთე ტურში კაჭარავას მეტოქე კირილ შევშენკო(უკრაინა) იქნება, რომელიც 2.5 ქულით მე-4-მე-5 ადგილებს ინაწილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123519