ფეხბურთი

22:26 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გორელები აღარ ხუმრობენ

გორის "დილამ" ბოლო ოთხ შეხვედრაში ათი ქულა აიღო. კვლავ იმარჯვა ზივ არიეს გუნდმა, ამჯერად თბილისში 1:0 "საბურთალოს". ერთადერთი გოლი მე-13 წუთზე გავიდა. უხეშად შეცდა მასპინძელთა მეკარე ზვიად კუპატაძე, ბრაზილიელმა ლეანდრომ წაართვა და თავადვე შეეძლო გაეტანა, მაგრამ უკეთეს სიტუაციაში მყოფ თანამემამულეს, ნუბიოს გადააწოდა. ნუბიომ კი იოლად გაიტანა - 0:1.

ისე, "საბურთალო" მძიმე დღეშია, ექვსი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და ასე ხდებოდა წინა ტურებშიც. ამ ყველაფრის ფონზე, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი კიდევ კარგ სეზონს ატარებს - მეხუთე ადგილზეა.

"დილას" მოგებას ამ ფაქტის გამო სულაც არ ვაკნინებთ. გორელებმა გვიან, მაგრამ მაინც დაიწყეს თამაშების მოგება.

საბურთალო (თბილისი) - დილა (გორი) 0:1 (0:0)

საბურთალო: კუპატაძე, ტერა, ალთუნაშვილი (ფიფია 41), ცნობილაძე, ლაკვეხელიანი, არზიანი, მამუჩაშვილი, ვაგნერი, ბიძინაშვილი (იმნაძე 60), შინდაგორიძე (იაშვილი 67), კოხრეიძე

დილა: მუჯრიშვილი (ხაინდრავა 53), მაჩაიძე, ეტოუ, კვახაძე, პაპავა, ქარქუზაშვილი, დერეტი (ძარია 60), ნუბიო, კირკიტაძე, წიქარიძე, ლეანდრო (რაზმაძე 68)

გოლი: 0:1 ნუბიო (13)

გაფრთხილება: ცნობილაძე, არზიანი - მაჩაიძე

გაძევება: პაპავა (90+2)

მსაჯი: კიკაჩეიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118236