სხვა

0:15 | 21.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჟანგი ოლიმპიურ მედალზე

2016 წლის ოლიმპიური თამაშების ასზე მეტმა პრიზიორმა რიოში მოპოვებული მედალი დაუბრუნა საორგანიზაციო კომიტეტს იმის გამო, რომ ამ მედლებს ჟანგი მოეკიდა და შავი ლაქები გაუჩნდა.

„ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მედლებს ცივ ადგილას ინახავდნენ, რამაც დააზიანა ლითონის ლაკის საფარი და ამ ადგილებში გაჩნდა ჟანგი. ათიდან რვა შემთხვევაში სწორედ ეს გახდა პრობლემის მიზეზი,"- განაცხადა რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელმა მარიო ანდრადამ.

ბრაზილიის მონეტების სახლი აღმოფხვრის აღმოჩენილ დეფექტებს და ამის შემდეგ მედლებს, რომელთა უმრავლესობა ბრინჯაოსია, მფლობელებს დაუბრუნებს.

ამ ოლიმპიური თამაშებისთვის სულ დამზადდა სამი სინჯის 2488 მედალი. ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების შემცველობაში 30 პროცენტი გადამუშავებული მეტალია.

რიოს ქართველ ოლიმპიურ პრიზიორებს მედლებთან დაკავშირებით სეოკ-ისთვის არ მოუმართავთ.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116309