ფეხბურთი

19:28 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინი: “ნაპოლიდან” “იუვენტუსში”? რთული, თუმცა აუცილებელი იყო”

ტურინის “იუვენტუსის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი “ბებერ ქალბატონში” გადასვლას სწორ არჩევანს უწოდებს და ამბობს, რომ მიუხედავად ნეაპოლელი გულშემატკივრებისგან წამოსული აგრესიისა, მაინც მუდამ სიყვარულით გაიხსენებს “ნაპოლიში” გატარებულ დროს.

“ნაპოლისთან” მხოლოდ სიყვარული მაკავშირებს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რადგან მას შემდეგ, რაც “რეალი” დავტოვე, “ნაპოლი” ერთადერთი კლუბი იყო, რომელმაც ნდობა გამომიცხადა. მასთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს. ჩემი გულის რაღაც ნაწილი ნეაპოლში დავტოვე”.

“ახლაც ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებისგან წამოსული აგრესიის მიუხედავად, ბევრს მაინც ვუყვარვარ. მე ვარ პროფესიონალი და “იუვენტუსში” გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. როდესაც გავიგე, რომ “ბებერი ქალბატონი” მზად იყო, გამოვესყიდე, თავიდან რთული იყო, თუმცა შედეგები იტალიის ჩემპიონატში და ევროარენაზე იმის დასამტკიცებლად, რომ მე სწორი არჩევანი გავაკეთე, სავსებით საკმარისი იყო. ახლა კი ამ აზრზე ვარ: ეს არ იყო ადვილი არჩევანი, თუმცა ჩემთვის - აუცილებელი”, - თქვა იგუაინმა.

მიმდინარე სეზონში 29 წლის არგენტინელმა სერია A-ში 36 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122768