ფეხბურთი

15:01 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შჩესნი: “რომაში” გადმოსვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო

ვოიცეხ შჩესნის, რომელიც “რომაში” იჯარით იყო გადასული, სეზონის ბოლოს დრო ეწურება. როგორც პოლონელმა მეკარემ თქვა “არსენალიდან” გადასვლა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო ჩემს კარიერაშიო.

“მე უნდა შემეცვალა გარემო, რომელიც ჩემზე ცუდად მოქმედებდა. “რომაში” მოსვლის შემდეგ კარიერა თავიდან დავიწყე. უფრო მეტი პერსპექტივა დავინახე. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაშინ სწორი არჩევანი გავაკეთე. უფრო მეტიც, ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემთვის. “რომაში” ორი წლის განმავლობაში გავიზარდე, როგორც მეკარე, მივიღე მეტი ცოდნა ფეხბურთში და მის ტაქტიკურ კომპონენტებზე”, - განაცხადა შჩესნიმ.

აღსანიშნავია, რომ შჩესნიმ არაერთხელ განაცხადა, რომ “არსენალში” დაბრუნება სურდა, თუმცა ახლა საპირისპიროს ირწმუნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117382