ჭიდაობა

11:29 | 20.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოსწავლეების 5 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ბელგრადში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სკოლის ასაკის ჭაბუკთა შორის, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ყველა მედალი გათამაშდა. ევროკონკურენციაში ქართველი მოსწავლეებიც ჩაებნენ და საპრიზო სამეულში შესვლა ხუთმა მათგანმა შეძლო – ხუთივე პოდიუმის მესამე საფეხურზე ავიდა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ: გიორგი გოგრიჭიანი (38 კგ), ლუკა ჩხიტუნიძე (42 კგ), გიგი ქურხული (47 კგ), დავით ფაცინაშვილი (59 კგ) და ნიკოლოზ ბარაბაძე (85 კგ).

ფინალურ ბლოკში საქართველოს ნაკრების კიდევ ოთხი წევრი გავიდა ხალიჩაზე - თამაზ სულამანიძემ (35 კგ), აკოფ პოღოსიანმა (47 კგ), დავით კუჭუაშვილმა (66 კგ) და გიორგი მაჭუტაძემ (73 კგ) რეპეშაჟის ფინალში იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდნენ.

ხვალ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გამოვლინდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116498