ჭადრაკი

23:18 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნაკრებმა შეკრება დაასრულა

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა 2017 წლის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატისათვის მზადების მიზნით, ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 10 დღიანი შეკრება დაასრულა. ამის შესახებ worldsport.ge-ს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საერთაშორისო დიდოსტატმა დავით ჯოჯუამ განუცხადა.

,,რადგან ნანა ძაგნიძე ინდივიდუალურად ემზადება, ლელა ჯავახიშვილი საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობდა, ხოლო სალომე მელია ჯერ კიდევ არ იყო ნაკრების წევრი შეკრებაზე გუნდის ორი წევრი ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი იმყოფებოდა. მორიგ შეკრებას ნაკრები ბაზალეთში გაივლის.’’ - გვითხრა ჯოჯუამ.

შეგახსენებთ, რომ ქალთა შორის 2017 წლის მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატს, 16-28 ივნისს ქალაქი ხანტი მანსიისკი (რუსეთი) უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125594