სარეკლამო ადგილი - 3
227 x 91
ჩოგბურთი

21:30 | 19.05.2017 | ნანახია 2161 - ჯერ

ღირსეული რევანში: ტიმმა ნადალი დაამარცხა (+VIDEO)

რომის მასტერსის მეოთხედფინალში დომინიკ ტიმმა რაფაელ ნადალი მძიმე ბრძოლაში 6:4, 6:3 დაამარცხა (VIDEO) და ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ხუან-მარტინ დელ პოტროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 2 აპრილს, მაიამის მასტერსის ფინალში როჯერ ფედერერთან წაგების შემდეგ, ესპანელმა ზედიზედ 17 მატჩი მოიგო და 3 ტურნირზე იმარჯვა. აქედან ბარსელონასა და მადრიდში გამართულ ჩემპიონატებზე ნადალმა გადამწყვეტ მატჩებში ტიმი დაამარცხა და როგორც ჩანს ამჯერად მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასა.

მთელი მატჩის განმავლობაში ნადალი 4-ჯერ დაბრეიკდა, ხოლო ტიმი - ერთხელ. დომინიკი აგრესიულად თამაშობდა და შედეგიც სახეზეა. ზედიზედ ორი ფინალის წაგების შემდეგ, ავსტრიელმა შესაშური გამძლეობა გამოიჩინა და რომის მასტერსის შვიდგზის გამარჯვებულს შანსი არ დაუტოვა. მიმდინარე წელს თიხის კორტზე ტიმს 17 მატჩი აქვს მოგებული, ხოლო 3-ჯერ წააგო. დომინიკმა ნადალთან ურიერთშეხვედრებში ანგარიში ორამდე შეამცირა - 2:4.

ტიმი ნახევარფინალში ჯოკოვიჩსა და დელ პოტროს შორის გამარჯვებულს შეხვდება. სერბთან ავსტრიელი 0:4-ს აგებს, ხოლო არგენტინელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს (0:2).

დღესვე გაიმართა კიდევ ორი მეოთხედფინალური შეხვედრა. ჯონ ისნერმა მარინ ჩილიჩი 7:6, 2:6, 7:6 დაამარცხა, ხოლო ალექსანდრ ზვერევმა მილოშ რაონიჩი 7:6, 6:1 სძლია. 2002 წელს ტომი ჰაასის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ, ზვერევი გახდა პირველი გერმანელი, რომელიც რომის ტურნირის საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. მასტერსის ნახევარფინალში კი 20 წლის ჩოგბურთელი პირველად გავიდა. ამერიკელი ზვერევს აქამდე ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ დაამარცხა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (32)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:09 | 21.05.2017
Djoko (8376)

აი ტიმს თუ ესე გაარღვევდა ნაღდად არ მეგონააააა

რომის ტურნირზე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ნოვაკი,ოდნავ მაგრამ მაინც...

ამის მიუხედავად მხოლოდ ერთ გეიმს თუ მისცემდა ტიმს ნაღდად არ მეგონა...

11:43 | 21.05.2017
italia2006 (47)

კარგი იქნება მოიგოს ზვერევმა....)))))

03:12 | 21.05.2017
mushni (71223)

სვისტოკასიაააა ჩაახტება კაცურად ზვერევს

03:00 | 21.05.2017
MRBrownstone (1074)

NADAL RAFAEL
ეს ობიექტური გარემოებები მესმის მარა აქ სხვა ფაქტორს ვეყრდნობი...რაც ტენისს ვუყურებ თუ ვინმეს რამი თავი ექნება მომავალში და თუ უნდ ადადგეს იგროკი რომელიც 10 სლემამდე მაინც დადებს გადამწყვეტი თამაშები უნდ ამოუგოს იმ დროის უკვე სახელოვან იგროკს ტიმი24 ხდება უკვე და რა დებილობაცაა სუ მაგათ დარჩება...ზვერევი კიდე მომავალია ტენისის ვფიქრობ და ხვალ დაამტკიცებს..)

15:47 | 21.05.2017
andy roddick (58)

გადამწყვეტი თამაში მოუგო ნადალს. ზვერევს ეგეც არ უქნია უბრალოდ ადვილი ბადე შეხვდა და გავიდა. სადაც ტიემი ზვერევს შეხვდა იქვე დამარხა კორტზე ერთი უპირატესობა რაც ზვერევს ტიემთან აქვს არი ჩაწოდება.

02:17 | 21.05.2017
levani82 (40062)

dadado9
Djoko

ბიჭებო რას იტყვით ჩვენი ბიჭი დაბრუნდა ვითომ?

NADAL RAFAEL
ნიკუშ ძმა შენ რას იტყვი ჩემი ბიჭი დაბრუნდა? მინდა ეს დავიჯერო და რავიცი აბა

03:13 | 21.05.2017
mushni (71223)

კი

01:49 | 21.05.2017
andy roddick (58)

ცოტა დრო და ტიემი პირველი გახდება. ულაპარაკოდ

03:13 | 21.05.2017
mushni (71223)

სადაა მაგი

15:38 | 21.05.2017
andy roddick (58)

აქა

01:30 | 21.05.2017
naiki (4134)

NADAL RAFAEL ეგ ყოფილა რაფას გაროსის ფორმა ლურჯფერში როა ქვემოთ სადღაც ვნახე მთლიანი ეკიპირება და ეწერა 2017 გაროსიო

01:05 | 21.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

MRBrownstone

მაგრად მეეჭვება ხვალ ზვერევმა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ნოვაკს,ჯერესერთიც ეს მასტერსის პირველი ფინალი იქნება ზვერევისთვის და ეთამაშება ჩოგბურთელს,რომელსაც ესეთი კატეგორიის ტურნირები 30-ჯერ აქვს მოგებული,ეს ცალკე ფსიქოლოგიური ბარიერია..

თამაში არის თიხაზე,ზვერევის პლიუსები,რომლებიც სხვა საფარზე გავა ნოვაკთან აქ ვერ იმოქმედებს..

მიუხედავად იმისა,რომ ზვერევი ფინალშია მას ჯერ კიდევ არ აუთვისებია თიხის სპეციფიკა,ჩემი აზრით ზვერევის წარმატებული გამოსვლა თიხის ამ სეზონში გამოწვეულია იმით,რომ ყველა ტურნირზე თითქმის ხვდებიან ჰარდის იგროკები,სადაც კი თიხის იგროკთან ითამაშა წააგო,ეხლა იმედია ფონინის მოუგოო არავინ დამიწერს,ფაბიომ ენდის მოუგო და მაგისთვის იქვე მორცა რომის წლევანდელი ტურნირი..

01:14 | 21.05.2017
naiki (4134)

არც მე მგონია ნოვაკმა ეგ შანსი ხელიდან გაუშვას და ზვერევთან წააგოს - ფონინი რო ყველაზე უპროგნოზო მასტია მთელ ეიტიპიში ეგ ხო ფაქტია - ვის მოუგებს და ვისტნ წააგებს ვერ გაიგებ!

ზვერევს ერთი შანში აქვს მარტო მოგების - თითო სეტში 24 ეისი მაინც უნდა ჩააწოდოს და თუ ტბ ექნება იქ კიდე დამატებით 7

01:16 | 21.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

ხო რა ტხაზე ეგ თუ უსველის მარტო რაფასთან და ნოვაკთან

რომელიმე ჰარდის მასტერსის ფინალი,რომ იყოს 3-ჯერ მეტი შანსი ექნებოდა მოგების,ვიდრე ხვალ აქვს..

03:13 | 21.05.2017
mushni (71223)

კი ეგრეა

00:10 | 21.05.2017
diadimaestro (895)

ტიმის სტილი ნოვაკთან მართლა უშედეგოა მითუმეტეს გრუნტზე.ქაჯივით სულ ვინერზე თამაშობს თან გაუაზრებლად ძლიერს ურტყამს. ნოლე კიდე გრმად თამაში ექსპერტია ასე რომ ისეთ პოზიციაში აძლევს დასარტყმელს იქედან ვინერზე თუ ითამაშებ 10 იდან 7 უნებლიე მაინც გექნება.გათამაშებაში რო აყვეს ამის უკანალი კიდე ჩვენ ტიემას არ აქვს.პადაჩაც არ აქვს ისეთი კრიტიკულ მომენტებში რო დაუძვრეს.ასე რომ ლოგიკური იყო რაც მოხდა არ მიყურებია იგრაზე მაგრამ შარშან გაროსზე ხო ვიცი რა თამაშიც წავიდა იგივე იქნებოდა ახლაც.ნადალი ცოტა სხვა საქმეა თან გადაგლილიც იყო და გრმად ვერ ეთამაშა ჰალფ კორტზე უგდებდა ბურთს .დომენიკიც უტოპკავდა და უტოპკავდა.ზოგადად ნოლესთან შეტევაზე გადასვლა უფრო რთულია ვიდრე რაფაელოსთან სერბი უფრო გრმად თამაშობს.თუმცა ნადალი თუ ფორმაშია ისე დარბის და ისეთ დიფენს თამაშობს ნოლეს დიფენსიც კი არარობაა მასთან შედარებით.გუშინ ვეგარ ირბინა ტიემთან დდდდ

00:29 | 21.05.2017
naiki (4134)

შარშანდელი ტიემი და წლევანდელი ძალიან განსხვავდება - ეგ მაინც მაგ ანგარიშის შესაბამისი თამაში არ იყო - ნოვაკის მაგ თამაშით ბასილა მინიმუმ ოთხ გეიმს მაინც აუღებდა - ეგ ანგარიში იყო წმინდა ფსიქოლოგიური მარცხი დიმენიკის - ჯერ ერთი იმიტომ რომ ჯოკოვიჩთან მოგება არ ქონდა და თავისებურად უფრო მანდრაჟი ექნებოდა და მეორე იმიტომ რომ დარჩა გუშინ რაფასთან თამაშში და ალბათ გარკვეული ეიფორიაც ქონდა - არ ვამბობ რომ დომენიკი მოუგებდა მაგიტომ ვამბობდი რომ ფსიქოლოგიურად თუ შეძლებს მეთქი მაგრამ ფაქტია რომ ფსიქოლოგიურადაც წააგო თორე ცოტა ღირსეულად წაგების ანგარიშს მაინც დააფიქსირებდა რომ მოეხერხებინა და უფრო კონცენტრირებული ყოფილიყო

00:08 | 21.05.2017
naiki (4134)

NADAL RAFAEL - რაფიკას US openi-ის ფორმა იდო ნაიკის ძალიან ლამაზი შავ-ყვითელ ფერებში - გაროსზე როგორი ეცმავა ხო არ იცი

00:56 | 21.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

აქ წინა მხარე არ ჩანს მარა სხვაგან ვერ ვნახე https://www.google.ge/search?q=rafael+nadal+outfit+french+open+2017&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwiz06jGrf_TAhUDPxQKHbaOCNAQ_AUIBigB&biw=1366&bih=659#imgrc=4Oi2DIDW6lk9aM:

03:14 | 21.05.2017
mushni (71223)

მაგარია

00:58 | 21.05.2017
naiki (4134)

ეს ის არის რაც აცვია მემგონი და სხვა ფერშია

01:00 | 21.05.2017
naiki (4134)

ჰოო ქვემოთ დევს წინა მხარეც - ეხლა რაც აცვია ის არის ლურჯ ფერში - ის ნაიკის ქონდა დადებული სულ სხვანაირია ამერიკის

01:07 | 21.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

ხო მეც ვნახე ამერიკის ძაან მომეწონა მართლა მაგარი ზმანია

00:01 | 21.05.2017
diadimaestro (895)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

23:56 | 20.05.2017
diadimaestro (895)

ნახე რა უკადრებია ტიემას.ნუ შარშან გაროსის ნახევარფინალში რაც იკადრა იგივეს იზამდა ალბათ უაზრო ძLიერი დარტყმები და მილიონი აუტი.იმედია ჩვენი რჩეული ვეზირები მოიხოდება გაროსისთვის ენდის და სტანის ვგულისხმობ.

23:37 | 20.05.2017
italia2006 (47)

ზვერევი კარგი იქნებაა

03:14 | 21.05.2017
mushni (71223)

მმწონს ძაან

23:19 | 20.05.2017
naiki (4134)

ეეე ყველაფერი გუშინ დატოვა რაფასთან ამ უდღეურმა - ძალა ენერგია, ტექნიკა ფსიქოლოგია

ნოვაკმა კარგად ითამაშა მაგრამ ამ ანგარიშის შესაბამისი სუპერთამაში ნამდვილად არ იყო - ტიმი გასული იყო საერთოდ მომსასხურების ზონიდან - რამდენი აუტები აფრიალა, მოწოდებაც არ ქონდა
- ეს სამარცხვინო თამაში მძიმედ დააწვება ამის ფსიქოლოგიას და ამისგან "დიდი" ჩოგბურთელი ნაღდად ვეღარ დადგება!

23:38 | 20.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

კაი შენ კიდე ერთი თამაშით ვერც ვერავინ დაინგრევა და ვერც ვერავინ აშენდება,მართალია დღეს ტიმი ვაბშე სხვაგან იყო,მაგრამ ნოვაკმაც ძაან კარგი მატჩი ჩაატარა,აშკარად სეზონის საუკეთესო ტურნირს ატარებს ჯერჯერობით,ასეთი უშეცდომო თამაშები ნოვაკისგან შარშანდელი გაროსის მერე კაციშვილს არ უნახავს,ვნახოთ გაროსზე რას იზამს,ხვალ რო რომის ტიტულს უპრობლემოდ ჩაიხუტებს მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს..

23:56 | 20.05.2017
naiki (4134)

ეგ ნოვაკის კარგი თამაშის ბრალი არ იყო მარტო - ყოველშემტხვევაში ეგ ანგარიში მარტო ნოვაკის დამსახურება არ იყო - ტიმი იქ არ იყო რა - აუტებში აფრიალა ბევრ შემთხვევაში ნოვაკისგან დამოუკიდებლად
- გაცილებით სწრაფი და ძლიერი გათამაშებები იყო გუშინ რაფა-ტიმის შეხვედრის დროს ვიდრე დღეს მაგრამ გუშინ აბსოლუტურად ზუსტად და შეუცდომლად თამაშობდა და დღეს უფრო ნაკლებდაძაბულ მომენტებში შეცდომებს უშვებდა - ნუ მოკლედ არ არის მზად ერთ ტურნირზე ზედიზედ ორი ტოპჩოგბურთელის დასამარცხებლად თუ ეხლა ვერ შეძლო არამგონია ჯერჯერობით კაი ხანს ეგ შეძლოს - თავისხელებში შეიძლება იბლატავოს!

00:58 | 21.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

მარტო ჯოკოვიჩის კარგი თამაშის დამსახურება რომ არ იყო ეგ შოტი გასაგებია,მაგრამ ნოვაკსაც ნუ დავუკარგავთ კარგ თამაშს,როგორი არარაობაც არ უნდა ყოფილიყო დღეს კორტზე ტიმი,ნოვაკმა ამ სეზონის საუკეთესო თამაში ითამაშა დღეს..

23:52 | 20.05.2017
MRBrownstone (1074)

ტიმი რო არარაობაა სამი წლის წინაც ვამბობდი...და ხვალ ჯოკო იოლად ვერ ჩაიხუტებს ვერაფერს იმიტო რო არაა ზვერევი ტიემის ნაერი ბერდიხა მარადიული ოცეულის იგროკი...)

03:15 | 21.05.2017
mushni (71223)

გეთანხმები

22:39 | 20.05.2017
barcelona1991 (1350)

ილუზია ყოფილა ტიემის გამარჯვება რაფასთან.ნოლეს კი მომატებული აქ უკვე,მაგრამ რთული სათქნმელია ეს ეყოფა თუ არა გაროსის მოსაგებად.

19:41 | 20.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

ტიმი-ჯოკოვიჩში გაირკვევა დღეს ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა ჩემი აზრით,ზვერევს შანსი არ აქვს არც ერთთან ამ ეტაპზე..

20:44 | 20.05.2017
naiki (4134)

იასნია ეგრეა რა

03:15 | 21.05.2017
mushni (71223)

+1

18:46 | 20.05.2017
diadimaestro (895)

მგონი აკრიფა ფორმა ნოლუკამ.იმედია გაროსზე გაასხამს.ფსონს ჩამოვდივარ უიმბლდონზე რაფაელო დაეწყება და საწყის ეტაპებზე წააგებს.

11:46 | 20.05.2017
Djoko (8376)

და.ესლების ეტაპზე იყო ნოვაკი გუშინ და წვიმამ მოუსწრო იმ საცოდავს


ტიმმა იმენა სერიოზული იგრა დადო...ნოვაკსაც მიაყოლებს ესეთი თამაშით თუ რამე არ შეცვალა იმ გაჭირვებულმა...

11:01 | 20.05.2017
japaraa (226)

საოცარად თამაშობდა ტიმი რაფას მერე ყოველთვის მაგას ვქომაგობდი )))) ესეთი შეტევის ფონზე თითქმის შეცდომას არ უშვებდა...თან ბექჰენდი მუშაობდა უმაღლეს დონეზე... კაია რაფასთვის ცოტას დაისვენებს და მე-10 გაროსისკენ გაიწევს..

10:25 | 20.05.2017
GFederer20 (4233)

გული მიგრძნობს 19 მალე წავშლი და 20 ვიფიქრებ

03:15 | 21.05.2017
mushni (71223)

10:25 | 20.05.2017
GFederer20 (4233)

no roger no party

არ იდარდო შენ ბაჩან მაგაზე ...

უიმბლდონს ვიგებთ ჩვენ და ზედ მიყვება ამერიკა აუფ რამდენს გაუსკდება აქ გული
რაფაა მოეთრიე აქ კიდე უნდა დაგარჭოთ

10:48 | 20.05.2017
rafa movedit (5436)

ვააახ გიო გამოჩნდიიიი ფორუმს აკლიხარ ძმაააა ვდარდობ გიო ვდარდობა ბასილას პუტანკამ ნახე როგორ გაიგდო ნადალი და ფედეს შეეზლო ზედიზედ მეხუთედ მიერთმია თან გაროს ფინალში

10:14 | 20.05.2017
rafa movedit (5436)

ესეც ვიძახი არააა ეს რაფა თიხაზე წაუკცეველი თკო დღე და ღამე ამას ვაბობდი და ვიძახდი და ასე აგხდენოდეთ სურვილები და ოცნებები ეხ ფედექს ფედექს ხო შეიძლებოდა წათრეულიყავი თიხაზე ვერ ხედავ ბასილამ ორ სეტში რო აყლაპა იმ კაცთან რო გაირღვა გუშინ მაგარი შანში გქონდა გაროსის მოგების ტიმმა 2 კვირაში ორი ფინალი წააგო და დაკვნები გამოიტანა დაჯე მადრიდშიც უპრობლემოდ უნდა დაედო სეტი მაგრამ გაროსზე რაფას წაქცევა თუ უნდა დაცვას უნდა მოუმატოს დაცვას დაცვას და დაცვას ისე გამორიცხულია

10:11 | 20.05.2017
rafa movedit (5436)

“სამწუხაროდ, საფრანგეთის ღია პირველობაზე ვერ ვითამაშებ. ბოლო ერთი თვისს განმავლობაში ბევრს ვვარჯიშობდი, მაგრამ სამომავლო პერსპექტივისთვის უმჯობესია გრუნტის საფარიანი კორტების სეზონი დავასრულო და აქცენტი სეზონის მომდევნო შეჯიბრებებზე გადავიტანო. ბოდიშს ვუხდი ფრანგ გულშემატკივრებს, მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და იმედია, ერთმანეთს მომავალ წელს შევხვდებით”. რა გაროსზე გამოდის დავით რა სიზმარი ნახე ამისტანა სად წაიკიტხე არ გამოდის საუბედუროდ

23:45 | 19.05.2017
პინტურიჩიო10 (12563)

ძაან მევასება ტიემი ძაან მაგარი ცოგბურთელია შემტევი აგრესიული სტილი ააქვს.ნადალი მართლა აღარ არის იმ ასაკში გრუნტის ყველა ტურნირი რომ მოიგოს.უძალიანმაგრესი შედეგი დადო სამი ტურნირი მოიგო გრუნტზე და რომში წაფფორთხილება არაუშავს ნუ წაფორთხილებასაც ვერ დაარქმევ,აი გაროსზე კი მაგის წაკოტრიალება ძაან გაჭირდება.

ფედერერს რაც შეეხება განაცხადა რომ არ გამოვა გაროსზე და მას მერე არაფერი უთქვამს და თუ ეგეთი ზახოდის გაკეთება უნდოდა რავიცი ჯობდა მაშინ რომის ტურნირის დამთავრებას დალოდებოდა,არამგონია გადაწყვეტილება შეცვალოს ახსნა თუ რის გამო არ გამოდის

23:31 | 19.05.2017
federer (17) (11312)

ჯოკო თუ გასცდა დელპოტროს მგონია რო ტიმი მოუგებს, რადგან ტოპ ჩოგბურთელებიდან მარტო ჯოკოვიჩი არ ყავს დანამარცხებიი

23:43 | 19.05.2017
naiki (4134)

ჰო ნადალთან 4-2-ია, ენდისთან 2-1, ფედერერთან 1-2 აქვს და ჯოკოვიჩთან 4-0 ტიმს!

03:15 | 21.05.2017
mushni (71223)

კარგიაააა ძაან

23:30 | 19.05.2017
diadimaestro (895)

არ გამოდის ფედერერი გაროსზე არსად არ დაწერილა გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ.სამწუხაროდ გაგვიზარმაცდა ბებერი დდდ 10 კილო მოიმატაო ხმები დადის.

23:32 | 19.05.2017
federer (17) (11312)

არამგონია გაროსი გამოტოვოს სეზონიოს კალენდარში ქონდა ჩასმულიი

23:49 | 19.05.2017
პინტურიჩიო10 (12563)

გააკეთა უკვე იმის შესახებ განცხადება რომ ტოვებს ...

03:53 | 20.05.2017
federer (17) (11312)

არ გამიხარდა ეგ ამბავიი
გაროსზე წარმატების იმედი მქონდა

03:16 | 21.05.2017
mushni (71223)

ყველას

23:23 | 19.05.2017
ani-barcelona (3019)

ოოო საღოლ ტიემს ძაან მაგრად ითამაშა ფედერერმა როგორც ჩაუტარა წელს რაფაელოს ზუსტად ისე ჩაუტარა დღეს ტიემმაც

22:53 | 19.05.2017
NADAL RAFAEL (4406)

არანაერად არ ვუკარგავ დომინიკს კარგ თამაშს,მაგრამ ეს მატჩი რომის შარშანდელ ფინალს მაგონებს)))))

აღარ არის რაფა 25 წლის,საერთოდ უნდა გამოეტოვებინა ეს ტურნირი და დაესვენა..

23:28 | 19.05.2017
federer (17) (11312)

მე გეთანხმები რო არ აწყენდა რაფას დასვენებაა
ამ მოგებულ ტურნირებს გარდა 3 ფინალი ითამაშა ფედიასთან და რა მნიშვნელობა აქვს მოიგო თუ წააგო ფაქტი ისაა რო გადაიღალაა

01:08 | 20.05.2017
mushni (71223)

=1

22:24 | 19.05.2017
federer (17) (11312)

სიმართლე გითხრათ არ გამიხარდა ეგ ამბავი რადგანაც რაფა ფინალამდე რო გასულიყო საკმაოდ დაღლილი შეხვდებოდა გაროსს და ფედიას თემაში ეგ ამბავი მაწყობდაა

22:23 | 19.05.2017
federer (17) (11312)

ალბათ მაინც ლოგიკური იყო ტიმის მოგება, რადგან საკმაოდ ბევრი მოუგო რაფამ წელს და სადღაც რაფასაც უნდა წაეგო და ალბათ ყველაზე უფრო რეალურთან წააგო რაფამ

22:08 | 19.05.2017
dadado9 (14634)

მოკლედ ფედერერი გაროსზე გამოვაო...
უშებერტყილესიიი!!! ნადალი რომ გამოვარდა მესამე ჩოგანი ვერ ხდება ნადალი გაროსამდე ამიტომ ნადალს აღარ დაეჯაბა და ადვილი ბადის იმედით 1200 ქულის ვარიანტი მაინც რომ არ დაკარგოს

22:24 | 19.05.2017
diadimaestro (895)

მოიცა ვერ გავიგე გაროსზე გამოდის როჯერი?

22:51 | 19.05.2017
federer (17) (11312)

თავიდანვე ასე თქვა ფედიამ რო თიხაზე მარტო გაროსზე გამოვალო

01:08 | 20.05.2017
mushni (71223)

ხო

22:04 | 19.05.2017
სერია A ჩვენია (Korben Napolitano) (7307)

ეეჰ, ესე იგი ნონა არ შემოვა ამ კვირაში თავისი ესპანური ალერსიანი მოკითხვებით ? DDDDDDDD

01:08 | 20.05.2017
mushni (71223)

DDDDDDDDDDDDD კასპიშეეეეეეე

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.215609