ფეხბურთი

21:52 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: "ფინალში "იუვენტუსს" ვგულშემატკივრობ"

კატალონიის „ბარსელონასა“ და ესპანური ფეხბურთის ლეგენდა ჩავი ერნანდესი, რომელიც ბურთს ამჟამად ყატარში აგორებს, ჩემპიონთა ლიგის მოახლოებულ ფინალში „იუვენტუსს“ გულშემატკივრობს. ვეტერანი ნახევარმცველის თქმით, ჯანლუიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგის თასი დაიმსახურა.

„როდესაც ფინალზე ვსაუბრობთ, იქ შანსი ორივე გუნდს ყოველთვის თანაბარი აქვს. ახლაც ასეა, უბრალოდ მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა „იუვენტუსმა“ მოიგოს. ტურინელებმა ეს ბუფონის გამოც უნდა შეძლონ, რომელიც ამ თასს და ოქროს ბურთს იმსახურებს“, - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალი 3 ივნისს, კარდიფში გაიმართება, სადაც ურთიერთობას ტურინის „იუვენტუსი“ და მადრიდის „რეალი“ გაარკვევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114273