ფეხბურთი

18:00 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა, დავიდ დე ხეა ედერსონმა ჩაანაცვლოს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი მეკარის ძიებაშია მას შემდეგ, რაც დიდი ალბათობა გაჩნდა იმისა, რომ ზაფხულში კლუბი დავიდ დე ხეამ დატოვოს.

არაერთხელ დაიწერა მადრიდის ”ატლეტიკოს” კარის დარაჯ იან ობლაკზე, თუმცა, როგორც “წითელი ეშმაკების” პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიუ ამბობს, მას ძალიან მოსწონს “ბენფიკას” ბრაზილიელი მეკარე ედერსონი.

მიმდინარე სეზონში 23 წლის ბრაზილიელმა 38 მატჩი ჩაატარა, რომელთაგან 25-ში კარი მშრალად შეინახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12403