ფეხბურთი

15:00 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: “კარიერაში საუკეთესო სეზონს ვატარებ”

ლონდონის “ტოტენჰემის” შემტევმა ჰარი კეინმა “ლესტერთან” (6:1) ოთხი გოლის გატანის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ საუკეთესო სეზონს ატარებს.

“ვფიქრობ, რომ კიდევ შემიძლია გატანა. ეს ჩემს კარიერაში პირველი პოკერია. მიმდინარე სეზონის საუკეთეო გოლეადორებს შორის უკვე პირველ ადგილზე ვარ, ლუკაკუს ორი გოლით გადავასწარი. კარიერაში საუკეთესო სეზონს ვატარებ. ტრავმების გამო რამდენიმე კვირა გამიცდა, მაგრამ გამოვჯანმრთელდი და კარგ ფორმაშიც ვარ”, - განაცხადა კეინმა.

ხსენებული პოკერის ხარჯზე კეინი პრემიერლიგის ბომბარდირდა დავაში დაწინაურდა. ჰარის სულ 26 დაუგროვდა , მეორე ადგილზე 24 გოლით ლუკაკუა, ხოლო ჩემპიონატის ფინიშამდე ერთი ტურია დარჩენილი.

0.115112