თამაშგარე

12:00 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელენი და ჰაქან შუქურის ქვისლის ძმის მეზობელი

როგორც ჩანს, ჩვენს ერთგულ მკითხველებს ნამეტნავად შეუყვარდათ არგენტინელი დაშხოშიანი მოდელი - ბელენ როდრიგესი, რადგან დღენიადაგ სულ ამ ასულზე ამბების შეტყობასა და მისი ფოტოებით ტკბობას ისურვილებენ და ჩვენ ასეთ დიდებულ თხოვნებს უპასუხოდ, აბა, როგორ დავტოვებთ?...

ბელენის ცხოვრებაში ყველაფერი ძველებურადაა რაც იმას ნიშნავს, რომ როდრიგესის ქალი თავისი სრულქმნილი ფეხებით დააბიჯებს ევროპიდან ამერიკაში და პირიქით, და უკვე იმდენ ფერადყდიან ჟურნალთან თანამშრომლობს, ჩვენი თანამემამულე რომ იყოს, აუცილებლად აუვარდებოდა თავში.

საქართველოზე გაგვახსენდა და გასულ თვეში სენიორიტა ბელენი ჩვენს მეზობელ ქვეყანაში – თურქეთშიც ყოფილა, სადაც ჰაქან შუქურის ქვისლის ძმის მეზობლისა და მთელი მისი ჯალაბობის აღფრთოვანება გამოუწვევია და მათ აღფრთოვანებას კურორტ ბოდრუმის მშრომელი დამსვენებლები და მომსახურე პერსონალიც იზიარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129188