ფეხბურთი

0:25 | 19.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიამ” ვიტოლოს ფასი დაადო

“სევილიას” ხელმძღვანელობამ, კლუბის ერთ-ერთი ლიდერის ვიტოლოს სატრანსფერო ფასი დაასახელა. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ანდალუსიურ კლუბს 27 წლის ფეხბურთელის გაშვება არ სურს, თუმცა მასზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და შენარჩუნება გაუჭირდებათ. როგორც ირკვევა, “დალაქებმა” ვიტოლოს სატრანსფერო ღირებულებად 40 მილიონი ევრო დაასახელეს და მითითებულ თანხაზე ნაკლებად არ შეელევიან.

ცნობისთვის, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის შეძენა “ბარსელონას”, “ატლეტიკოს” და “მანჩესტერ სიტის” სურთ.

ვიტოლოს “სევილიასთან“ მოქმედი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. მან მიმდინარე სეზონში 42 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11034