ფეხბურთი

22:59 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანილო “არსენალში” ?

მადრიდის “რეალის” და ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველი დანილო შესაძლოა, ლონდონის “არსენალის” მოთამაშე გახდეს – იუწყება გამოცემა Don Balon–ი.

აღნიშნული წყაროს ცნობით, “არსენალის” ძირითადი შემადგენლობის მარჯვენა მცველის ექტორ ბელერინის დამატება კატალონიურ “ბარსელონას“ სურს და იმ შემთხვევაში, თუ ესპანელი ფეხბურთელი “ემირეითს სთედიუმს” დატოვებს, “მეთოფეები” დანილოს დამატებას შეეცდებიან, რომელსაც “რეალში” მეორე ხარისხოვანი როლი აქვს.

დანილოს “რეალთან” მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და Transfermarkt–ი მის სატრანსფერო ღირებულებად 16 მილიონ ევროს ასახელებს. მან მიმდინარე სეზონში “ბლანკოსის” მაისური 24-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

თეგებიდანილო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11265