ფეხბურთი

15:37 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დობროვოლსკის სია - გაცკანის გარეშე

მოლდოვის ნაკრების თავკაცმა იგორ დობროვოლსკიმ გაფართოებული შემადგენლობა გამოაქვეყნა. მოლდოველები 11 ივნისს კიშინიოვის "ზიმბრუს" სტადიონზე საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ, მანამდე კი, 6 ივნისს ისრაელთან ექნებათ გასვლითი ამხანაგური მატჩი.

საქართველოსთან ვერ ითამაშებს მოლდოველთა ლიდერი ალექსანდრ გაცკანი. მას სამი ყვითელი ბარათი აქვს. შეგახსენებთ, თბილისში შარშან გამართულ შეხვედრაში სწორედ გაცკანმა გაუტანა გოლი ვლადიმირ ვაისის გუნდს - 1:1.

მეკარეები: სტანისლავ ნამაშკო (ლევადიაკოსი, საბერძნეთი), ნიკოლაე კალანჩა (კრაიოვა, რუმინეთი), ალექსეი კოსელევი (შერიფი), სერგეი პაშენკო (ზარია);

მცველები: ალექსანდრ ეპურიანუ (ისტანბულსფორი, თურქეთი), კატალინ კარპი (უფა, რუსეთი), პეტრუ რაკუ, ვადიმ ბოლოხანი (ორივე - მილსამი), ვიაჩესლავ პოსმაკი (დაჩია), იონ ჟარდანი, მაქსიმ პოტირნიკე (ორივე - შერიფი);

ნახევარმცველები: არტურ იონიცა (კალიარი, იტალია), ევგენი ჩებოტარუ (სიბირი, რუსეთი), გეორგი ანდრონიკი, ალექსანდრ ანტონიუკი, ანდრეი კოჟოკარი, ალექსანდრ დედოვი (ყველა - მილსამი), მაქსიმ მიხალევი, იგორ ციგარლაში (ორივე - ზარია), გეორგე ანტონი (ზიმბრუ), ალექსანდრ ბეჟანი (დაჩია);

თავდამსხმელები: ევგენი სიდორენკო (მილსამი), იგორ ბუგაევი (ზარია), რადუ გინსარი (შერიფი), ნიკოლაე მილინცანუ (ზიმბრუ), სერგეი პლეტიკე (სპერანცა);

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111296