ფეხბურთი

13:05 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: “ჩვენ საუკეთესოები ვართ, ესპანეთის ჩემპიონატი უნდა მოვიგოთ”

“სელტა” - “რეალის” მატჩის (1:4) შემდეგ მადრიდელთა პორტუგალიელმა შემტევმა კრიშტიანუ რონალდუმ ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო შეხვედრის შესახებ ისაუბრა. პრიმერადივიზიონის ბოლო ტურში “რეალი” გასვლაზე “მალაგას” დაუპირისპირდება და ამ თამაშში გადაწყდება ლა ლიგის ჩემპიონობის საკითხი.

“დიდებული თამაში გამოვიდა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ. წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, ბოლო ტურში გასვლაზე “მალაგასთან”. მალაგელები საკუთარ მოედანზე ძალიან კარგად თამაშობენ, თუმცა ჩვენ მალაგში მოსაგებად მივდივართ. ვიცით, რომ “მალაგა” არის ძლიერი ოპონენტი, მაგრამ ჩვენ “სამეფო კლუბი” ვართ, საუკეთესოები ვართ და ტიტულს მოვიგებთ”- განაცხადა რონალდუმ.

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “მალაგა” – “რეალის” შეხვედრა 21 მაისს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

0.11924