ფეხბურთი

12:34 | 18.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერის” ანტირეკორდი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მორიგი პირადი ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ პრემიერლიგის ისტორიაში “წითელმა ეშმაკებმა” ყველაზე ნაკლები მოგება დააგროვეს.

სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჟოზე მაურინიოს შეგირდებს 17 მოგება აქვთ, ეს კი კლუბს ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია.

აღსანიშნავია, რომ პრემიერლიგაში მანჩესტერელებს აქამდე ყველზე ცოტა 19 გამარჯვება 2013-2014 და 2015-2016 წლების სეზონებში ჰქონდათ, 2014-2015-ში კი 20 თამაში მოიგეს.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერი” ამჟამად სატურნირო ცხრილში 66 ქულით მე-6 პოზიციაზეა და 6 ქულით ჩამორჩება მე-5 ადგილზე მყოფ “არსენალს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114519