ფეხბურთი

22:55 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში შესაძლოა ინგლისში გადაბარგდეს

ტურინის “იუვენტუსის” ბრაზილიელ მცველს დანი ალვეშს “ტოტენჰემი” ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს. Yahoo Sport-ის ინფორმაციით, გარიგების პირობებს უფრო დეტალურად მხარეები კარდიფში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდგომ განიხილავენ.

ბრაზილიელმა “ბებერი ქალბატონში” გადასვლამდე არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი ოცნება კარიერის ინგლისში დასრულებაა, რაც მეტ რეალობას სძენს ზემოთხსენებულს.

მიმდინარე კონტრაქტი ალვეშს ტურინულ გრანდთან 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა იტალიელები ხელშეკრულების ერთი წლის გახანგრძლივებას აპირებდნენ.

ალვეშმა “ბებერი ქალბატონის” რიგებში 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლით და 7 საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101229