ფეხბურთი

0:54 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამოს" ახალი მწვრთნელი ეყოლება: ჯერ მუჯირი, მერე ვნახოთ

ლევან ხომერიკმა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ დატოვა ბათუმის "დინამოს" მწვრთნელის პოსტი. ხომერიკის თავკაცობისას, ბათუმის "დინამომ" შარშან ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მანამდე სამწვრთნელო შტაბში გახლდათ და მეორე ადგილზეც გავიდა გუნდი: ეს 2014-2015 წლების სეზონში.

ბათუმის "დინამომ" მადლობა გადაუხადა ხომერიკს გაწეული სამუშაოსთვის და წარმატება უსურვა.

დროებით, გუნდს ამირან მუჯირი გაწვრთნის. ის ხომერიკის თანაშემწე გახლდათ. მუჯირს წარდგენა არ სჭირდება - ბათუმელთა ნახევარმცველმა შარშანწინ, 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა.

ლევან ხომერიკი ბათუმელთა არა მხოლოდ წარმატებული მწვრთნელი, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ამ გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. ბათუმის "დინამოში" 145 მატჩი ჩაატარა და 80 გოლი გაიტანა.

ბათუმელებმა ჩემპიონატში ზედიზედ სამი მატჩი წააგეს და ბოლოდან მესამე ადგილზე არიან.

ვინ შეცვლის ხომერიკს, ეს ჯერ უცნობია. 21 მაისს გუნდი საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111709