ფეხბურთი

0:20 | 17.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

„ვალენსიამ“ სოლერს გაუხანგრძლივა

„ვალენსიამ“ ნიჭიერ ნახევარმცველს კარლოს სოლერს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია „ღამურების“ ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 20 წლის ფეხბურთელი „მესტალიაზე“ 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევრო იქნება.

სოლერი „ვალენსიას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის „ლოს ჩეს“ ძირითად გუნდში მიმდინარე სეზონში გამოჩნდა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და მალევე ძირითადის მოთამაშე გახდა. მან ლა ლიგაში 22 შეხვედრა ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11747