ფეხბურთი

20:41 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყიფიანი: ''ეროვნული ლიგის დონეს, ყენიასნაირი ფეხბურთელების დაბრუნება აამაღლებს''

თბილისის ლოკომოტივის ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ყიფიანმა, ლევან ყენიას ტრანსფერთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ყენიას დონის ფეხბურთელების საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნება, დონეს საგრძნობლად აამაღლებს.

''ძალიან ბედნიერები ვართ, ლევანის ლოკომოტივში დაბრუნებით. მსგავსი ტრანსფერები, ხელს არა მხოლოდ კონკრეტული კლუბის, არამედ ეროვნული ლიგის გაძლიერებასაც შეუწყობს.

ყენიამ, არაერთი წლის მანძილზე, საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა, არის ეროვნული ნაკრების მოქმედი წევრი და მისი ლოკომოტივში გადმოსვლა, ჩვენს გუნდს ძალიან გააძლიერებას''. - ამბობს ყიფიანი.

ლევანის შესახებ, ჩვენი გუნდის სპორტულმა დირექტორმა, თამაზ ბოკერიამაც ისაუბრა.

''ვფიქრობ, ხალხის სტადიონზე დაბრუნება, სწორედ ყენიასნაირ ფეხბურთელებს შეუძლიათ.

ჩვენი გუნდისთვის ლევანი დიდი შენაძენია და დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად ლოკომოტივი უფრო სტაბილური გუნდი გახდება. მინდა, მას მოედანზე მალე დაბრუნება და წარმატებები ვუსურვო''. - თქვა ბოკერიამ.

26 წლის ნახევარმცველსა და ლოკომოტივს შორის, კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე გაფორმდა.

www.fcloco.ge

0.134461