ფეხბურთი

17:56 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

მორატასა და ზიდანს შორის ურთიერთობა დაიძაბა

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელ ალვარო მორატასა და მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს შორის უთანხმოებაა.

24 წლის ესპანელი ფეხბურთელი, რომელიც “სამეფო კლუბში” სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის, “სევილიასთან” მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო. 56-ე წუთზე მან ყვითელი ბარათი მიიღო, 5 წუთის შემდეგ კი, როდესაც “რეალი” 2:1-ს იგებდა, ფრანგმა სპეციალისტმა მორატა ლუკას ვასკესით შეცვალა, რასაც ესპანელის მხრიდან უკმაყოფილება მოყვა და მან ზიდანს ხელი არ ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ სათამაშო დროის სიმცირის მიუხედავად, მორატას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 39 მატჩში 20 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114268