ფეხბურთი

17:09 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ შენგელიას სახელობის ტურნირი "ტორპედოს" ჭაბუკთა გუნდმა მოიგო

15 მაისს, რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე 2005-წლამდე ჭაბუკებს შორის 5 მაისს დაწყებული საფეხბურთო ტურნირის ფინალი გაიმართა. ქუთაისის მერიისა და იმერეთის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ რამაზ შენგელიას სახელობის გათამაშების მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ქუთაისის ”ტორპედო” და ზესტაფონის ”მარგვეთი 2006” დაუპირისპირდნენ.

მატჩი საინტერესოდ წარიმართა. პირველ ტაიმში უპირატესობა ქუთაისელთა მხარეს იყო და მათ, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, გადამწყვეტი გოლის გატანა სწორედ დროის ამ მონაკვეთში შეძლეს. მე-15 წუთზე თავი ტორპედოელმა დავით კიკალეიშვილმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში თამაშში უფრო ხშირად უწევდა ჩართვა ავთო ახალაძეს. ზესტაფონელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად გაეთანაბრებინათ ანგარიში, ქუთაისელთა კიპერი და მცველები თავს ღირსეულად იცავდნენ. მეტიც, ვალერი მუშკუდიანის გაწვრთნილებს ანგარიშში დაწინაურებაც არაერთხელ შეეძლოთ, მაგრამ შემტევებს ხან სიზუსტე ღალატობდათ, ხან მარგველების მეკარე ირჯებოდა საიმედოდ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტურნირი 1981 წლის 13 მაისის ისტორიულ მატჩში (ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალურ მატჩში თბილისის ”დინამომ” გერმანული იენის ”კარლ ცაისი” 2:1 დაამარცხა) ქუთაისელი ფეხბურთელების (რამაზ შენგელია, თამაზ კოსტავა, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე) მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთხელ გახსენებას ემსახურებოდა. მიზეზთა გამო, გუშინდელ ფინალს მხოლოდ თენგიზ სულაქველიძე დაესწრო, რომელმაც მოგვიანებით ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს ორგანიზატორთა მიერ დაწესებული პრიზი გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს წევრმა თამაზ კიკვაძემ, ირფფ-ს პრეზიდენტმა დავით რუხაძემ და ვეტერანმა ტორპედოელებმა - იუზა ლოსაბერიძემ, ავთანდილ წვერავამ, გელა კიკალეიშვილმა, შალვა მხატვარმა, ნოდარ ჭელიძემ.

ორგანიზატორთა მიერ დაწესებული პრიზები ასე განაწილდა:

საუკეთესო მეკარე - ავთო ახალაძე (”ტორპედო”)
საუკეთესო მცველი - საბა კაპატაძე (ქუთაისის ”მართვე”)
საუკეთესო ნახევარმცველი - დავით კიკალეიშვილი (”ტორპედო”)
საუკეთესო თავდამსხმელი - ნიკოლოზ მღარიშვილი (”მარგვეთი 2006”)
საუკეთესო ბომბარდირი - ლუკა ოქროპილაშვილი (ვანის ”მართვე”)
საუკეთესო ფეხბურთელი - ალეკო ბასილაძე (”ტორპედო”)

15 მაისი. ქუთაისი, ”რამაზ შენგელია”. 16:00 საათი. 200 მაყურებელი.

"ტორპედო" (ქუთაისი) - "მარგვეთი 2006" (ზესტაფონი) 1:0 (1:0)

"ტორპედო": ავთო ახალაძე, საბა გოგლიჩიძე, დავით კიკალეიშვილი, ზურა ბაკურაძე, ნიკა გოგოლაშვილი, გოგა კვირიკაშვილი (კაპ.), ნიკა ფხაკაძე, ალეკო ბასილაძე, გიორგი კანკია: დავით მშვილდაძე, გიორგი ხურცია, საბა ესართია, ლუკა კუხალაშვილი, გიორგი ვერულიძე, ნიკა თავაძე, ლევანი თავაძე..

მთავარი მწვრთნელი: ვალერი მუშკუდიანი.

"მარგვეთი 2006": დავით სარალიძე, ერეკლე მაღლაკელიძე, ვაჟა კაპანაძე, ტატო ცხადაძე, სანდრო კვანტიძე (კაპ.), ნიკა სებისკვერაძე, საბა აბრამიშვილი, ნიკოლოზ მღარიშვილი, ზაზა კიკნაველიძე; გურამი ჩხიკვაძე, ლუკა კახნიაშვილი, ლუკა ჭელიძე, გაგა ქურცაძე, ლუკა ხარატიშვილი, ბაქარი ვარდოსანიძე, ლუკა კვეტენაძე, გოგა კაპანაძე.

მწვრთნელები: ირაკლი მესხი, მალხაზ ღონღაძე.

გოლი: 1:0 კიკალეიშვილი (15).

მსაჯები: ირაკლი შენგელია (სამტრედია), თამთა შენგელია (წყალტუბო).

irff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.206568