ფეხბურთი

22:34 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ბარსელონაში” საუკეთესო სეზონი მაქვს”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა ლა ლიგის 37-ე ტურში “ლას პალმასთან” მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა. თამაშის შემდეგ ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა და თქვა, რომ მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა მისთვის.

“ეს სეზონი ჩემთვის განსაკუთრებულია. უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო სეზონი ჩემი “ბარსელონაში” ყოფნის პერიოდში”.

“ჩემი ოცნებაა გავხდე საუკეთესო ფეხბურთელი. ვფიქრომ ამის გაკეთება შემიძლია. ყველა მოთამაშის ოცნებაა მოიგოს ოქროს ბურთი და ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ასე მოხდება”, - თქვა ნეიმარმა.

25 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით კატალონიელთა შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 19 გოლი და 20 საგოლე პასია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1095