ფეხბურთი

15:21 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის მერიის თასი - ჩემპიონი გათამაშებას მერვედფინალიდან დაემშვიდობა

13 -14 მაისს, „მოყვარულთა თასი 2017“-ის ფარგლებში, თბილისის მერიის თასის მერვედფინალური შეხვედრები გაიმართა. ეტაპი „დიდუბე“ – „ვაზისუბნის“ დაპირისპირებით დაიწყო, რემელშიც "დიდუბემ" დაძაბულ ბრძოლაში 2:1 იმარჯვა. მეორე შეხვედრაში „35-ე თბილისმა“ დიდი ანგარიშით სძლია „ბასიანს“ - 7:2. მესამე შეხვედრაში კი, ტტც-მ 3:1 იმარჯვა „ს.ფ.კ ლოკომოტივთან“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „ნახალოვკამ“ პენალტების სერიაში დაამარცხა სეუ.

აღნიშნული შეხვედრა მოყვარულთა თასი 2016 -ის ფინალის გამეორება გახლდათ. შარშან, სეუმ 2:0 დაამარცხა მეტოქე და ჩემპიონიც გახდა. აღნიშნულ შეხვედრაში კი ანგარიში „ნახალოვკამ“ ნიკა მაისურაძის გოლით გახსნა. სეუმ კი, მალევე გაათანაბრა გიორგი მარაქველიძის შედეგიანი დარტყმით. პენალტების სერიაში უკეთ ნახალოვკა გაისარჯა - 5:3.
რევანში შედგა. ჩემპიონი გათამაშებას გამოეთიშა.

14 მაისის შეხვედრაში „თ.ს სასამართლომ“ 4:1 სძლია „ბასას“, „დადიანმა“ 8:1 „ინტექსს“, ხოლო დღის ცენტრალურ დაპირისპირებაში „უქიმერინმა“ 1:0 იმარჯვა „სსგ აფხაზეთთან“.

ლიგის საინფორმაციო მხარდამჭერები არიან:
ტელეკომპანიები: „აჭარა“ და „თრიალეთი“. ინტერნეტ პორტალები: “Sportstar.ge”, „მსოფლიო სპორტი“, „Goal.ge“, “1news.ge”, “epn.ge”, “ავტორადიო” და რადიო „ჯაკო“.

საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.290863