თამაშგარე

16:45 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბელენს პარიზში ელიან

ერთ დროს მეჩოგნე დავიდ ნალბანდიანის და ფეხბურთელ ხუან რამონ რიკელმეს გულისსწორი, უცნობილესი არგენტინელი მოდელი, მსახიობი, ტიტლიკანობისმოყვარე ქალი და უბრალოდ თბილი ადამიანი – ბელენ როდრიგესი ბევრი ფიქრისა და განსჯის შემდეგ ლათინურ ამერიკას ემშვიდობება.

როგორც სენიორიტა ბელენმა ბულვარულ პრესასთან საუბარში ამოიგმინა, საბოლოო ჯამში მაინც ვერ თქვა უარი საინტერესო შეთავაზებებზე და ფრანგების პირობებს დათანხმდა. ამიერიდან, მომავალი წლები როდრიგესის ქალი ფრანგული პოდიუმისათვის იგოგმანებს და პარიზის ქუჩებს გაალამაზებს.

ბელენ როდრიგესს მსგავსი შეთავაზებები არაერთხელ ჰქონია და მას ხან იტალიაში იწვევდნენ, ხან ესპანეთში და მოსკოვიდანაც კი მისვლია მიწვევა, მაგრამ იგი “ვერცხლისქვეყნის” ტრფიალებიდან ვერა და ვერ გამოდიოდა. მაგრამ, როგორც ჩანს მარადიული ამქვეყნად მართლაც რომ არაფერია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131226