ფეხბურთი

12:33 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლევან ყენია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

26 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდა.

ლევანთან თანამშრომლობით მისი მშობლიური კლუბი თბილისის “ლოკომოტივი” რომ იყო დაინტერესებული ადრეც ითქვა, ახლა კი თბილისურმა კლუბმა ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა - ყენიამ “ლოკომოტივთან” წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ლევან ყენია “ლოკომოტივის” ძირითად შემადგენლობაში 2007 წელს ახალგაზრდული გუნდიდან დაწინაურდა, ხოლო 2008 წელს თბილისური კლუბიდან გელზენკირხენის “შალკეში” განაგრძო კარიერა. გერმანიაში ლევანის წარმატებული სტარტი მძიმე ტრავმამ შეაფერხა, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს დაზიანებულ კოჭზე ერთი წლის განმავლობაში სამჯერ მოუწია ოპერაციის გაკეთება. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ მან თამაში 2012 წელს ლვოვის “კარპატის” შემადგენლობაში განაახლა, 2013 წელს დიუსელდორფის “ფორტუნაში” ჩაირიცხა, ხოლო ერთი წლის მერე პრაღის “სლავიაში”. გასული წლის აგვისტოში, “ანდერლეხტთან” ევროპის ლიგის მატჩის წინ ბარძაყის ტრავმა მიიღო და მას შემდეგ აღარ უთამაშია, ქართველ ნახევარმცველს ოპერაციის გაკეთება მოუწია, მასსა და ჩეხურ კლუბს შორის არსებული კონტრაქტი კი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118765