ფეხბურთი

12:54 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა

ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში პირადი რეკორდი გაიმეორა. „არისტოკრატებმა“ ერთ სეზონში 29 თამაშის მოგება მოახერხეს და აქამდე ასეთი მაღალი მაჩვენებელი 2004-2005 და 2005-2006 წლების სეზონში ჰქონდათ.

მეტიც, ახლა ანტონიო კონტეს გუნდს რეკორდის დამხობის შანსიც აქვს - „ჩელსი“ ბოლო ტურში, სახლში, უკვე გავარდნილ „სანდერლენდს“ ეთამაშება და წესით სარეკორდო, 30-ე თამაშის მოგება არ უნდა გაუჭირდეს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლონდონურმა გუნდმა ისტორიაში მეექვსედ მოიპოვა ინგლისის ჩემპიონის ტიტული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111386