ფეხბურთი

0:05 | 16.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

კავანი საუკეთესო ფეხბურთელი, მბაპე - ახალგაზრდა

საფრანგეთში სეზონი უკვე შეაჯამეს და ლიგა 1-ის გამორჩეული ფეხბურთელები გამოავლინეს. გათამაშების საუკეთესო მოთამაშედ „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ედინსონ კავანი დასახელდა, რომელსაც 35 შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირის ტიტულიც გარანტირებული აქვს.

ურუგვაელმა ფორვარდმა თანაგუნდელ მარკო ვერატის, ალექსანდრ ლაკაზეტსა და ბერნარდო სილვას აჯობა.

ლიგა 1-ის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად, როგორც მოსალოდნელი იყო, „მონაკოს“ შემტევი კილიან მბაპე ლოტინი აღიარეს. 18 წლის თავდამსხმელმა ტომას ლემარს, ადრიენ რაბიოსა და უილიან სიპრიენს აჯობა. საუკეთესო მწვრთნელის პრიზი კი, ლეონარდო ჟარდიმს ერგო - პორტუგალიელმა ხომ „მონაკო“ გააჩემპიონა (თითქმის).

სეზონის საუკეთესო გოლის ავტორად "ლიონის" თავდამსხმელი მემფის დეპაი დასახელდა, რომელმაც "ტულუზას" მოედნის ცენტრიდან გაუტანა.

აქვე, სეზონის სიმბოლურ ნაკრებზეც ვთქვათ, რომელშიც „მონაკოს“ ფეხბურთელთა სიმრავლეა:

მეკარე: დანიელ შუბაშიჩი („მონაკო“)

მცველები: ჯიბრილ სიდიბე („მონაკო“), კამილ გლიკი („მონაკო“), ტიაგო სილვა (პსჟ), ბენჟამენ მენდი („მონაკო“)

ნახევარმცველები: ბერნარდო სილვა („მონაკო“), მარკო ვერატი (პსჟ), ჟან სერი („ნიცა“)

თავდამსხმელები: კილიან მბაპე („მონაკო“), ედინსონ კავანი (პსჟ), ალექსანდრ ლაკაზეტი („ლიონი“)

თეგებილიგა 1
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114764