ფეხბურთი

18:55 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სუსომ “ატლეტიკო” და “ნაპოლი” დააინტერესა

“მილანის” ესპანელი ნახევარმცველი სუსო რამდენიმე კლუბის დაინტერესებას იწვევს. როგორც ცნობილია, მადრიდის “ატლეტიკომ” უკვე გაგზავნა სკაუტები, რათა მის თამაშს მიადევნონ თვალი. ასევე აპირებენ “როსონერის” სპორტულ დირექტორთან გასაუბრებას. გარდა მადრიდელებისა, “ნაპოლიც” აქტიურად ადევნებს თვალს ესპანელს.

სუსო მოლაპარაკებას აწარმოებს “მილანთან” კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე, თუმცა გადაწყვეტილი არაფერია. ხელშეკრულების პირობებით, 23 წლის მოთამაშეს ხელფასის სახით წლირად 1 მილიონი ევრო აქვს, ხოლო თუ “როსონერი” ახალ კონტრაქტს გაუფორმებს, სუსოს გასამრჯელო 2,5 მილიონ ევრომდე უნდა გაიზარდოს.

სუსომ ყველა ტურნირის ჩათვლით 36 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 7 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109759