ფეხბურთი

13:53 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: “ეს ყველაზე რთული სეზონი იყო”

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ 2016-2017 წლების სეზონი შეაფასა და თქვა, რომ ეს ყველაზე რთული ეტაპი იყო ამ კლუბში მისი მოღვაწეობის პერიოდში.

“ეს იყო ყველაზე რთული სეზონი “ატლეტიკოში” ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში. შეგვხვდა დიდი წინააღმდეგობები, ვერ ვითამაშეთ სტაბილურად. ყველაფრის მიუხედავად, გავინაღდეთ მე-3 ადგილი, რაც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისათვის პირდაპირი ბილეთია. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულია”, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 37-ე ტურში “ატლეტიკო” “ბეტისს” 1:1 დაუზავდა. რაც შეეხება სატურნირო ცხრილს - სიმეონეს გუნდი 75 ქულით მე-3 პოზიციაზეა.

0.131657