ჭიდაობა

11:36 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების მონაგარი - 10 მედალი და გუნდური პირველი ადგილი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრებმა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებას მიაღწია. მედლები 10 წონით კატეგორიაში გათამაშდა და ქართველმა ჭაბუკებმა ყველა წონაში შეძლეს პოდიუმზე ასვლა.

გიორგი ჭოლაძე (42 კგ), დიმიტრი სალდაძე (50 კგ), ლაშა ბაირამოვი (76 კგ) და დავით ქოჩქიანი (85 კგ) ჩემპიონები გახდნენ. გიორგი მუზაშვილს (69 კგ), ვლადიმერ გამყრელიძესა (54 კგ) და გიორგი ელბაქიძეს (63 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. გიორგი გეგელაშვილმა (46 კგ), ავთანდილ გოდელაშვილმა (54 კგ) და ჭაბუკი გამყრელიძემ (100 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილები დაიკავეს.

შეჯიბრში სულ 26 ქვეყანა მონაწილეობდა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. მეორეზე თურქეთი გავიდა, მესამეზე - გერმანია.

0.117289