ჭიდაობა

10:33 | 15.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

თბილისში ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ლიდერი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრილია. imedinews-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის 2-გზის ჩემპიონი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ცივი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კი ოფიციალურად ჯერ არავინ საუბრობს.

ზურაბ დათუნაშვილი ერთი კვირის წინ, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 80 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალს დაეუფლა. სამი დღის წინ კი, სერბეთიდან დაბრუნებულმა, ევროპირველობის შემაჯამებელ პრესკონფერენციაშიც მიიღო მონაწილეობა.

0.121623