ფეხბურთი

15:20 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: საბალეტა "მანჩესტერ სიტის" დატოვებს

"მანჩესტერ სიტის" მცველი პაბლო საბალეტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბს დატოვებს. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

არგენტინელი ფეხბურთელი "სიტიში" 2008 წელს "ესპანიოლიდან" გადავიდა და მას შემდეგ ჩატარებულ 327 მატჩში 11 გოლი გაიტანა. მანჩესტერული გუნდის მაისურით სამხრეთამერიკელმა პრემიერლიგა 2-ჯერ მოიგო. 2012/13 წლების სეზონში კი საბალეტა ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გუნდში შეიყვანეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124571