ფეხბურთი

12:55 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

გილერმო ოჩოას ანტირეკორდი ლა ლიგის ისტორიაში

„გრანადას“ მექსიკელი მეკარე გილერმო ოჩოა ესპანეთის პრიმერადივიზიონის ყველა დროის ანტირეკორდის მფლობელი გახდა. საქმე ისაა, რომ ოჩოამ მიმდინარე სეზონში უკვე 80 გოლი გაუშვა და ასეთი რაოდენობის გოლები ლა ლიგის არსებობის განმავლობაში ერთი სეზონის მიხედვით, არცერთ სხვა კიპერს არ გაუშვია.

ძველი „რეკორდი“ „სალამანკას“ მეკარეს, ინიაკი იასპურუას ეკუთვნოდა, რომელმაც 1995-1996 წლების სეზონში 79 გოლი გაუშვა საკუთარ კარში. აქვე გეტყვით, ერთ სეზონში 80 გაშვებული გოლი ყველაზე ცუდი შედეგი სულაც არაა და მათ შორის, მიმდინარე სეზონშიც, მაგრამ ერთ კონკრეტულ მეკარეს ამდენი გოლი არასდროს გაუშვია ესპანეთის ჩემპიონატში. "გრანადას" ყველა მიღებული ბურთი კი, სწორედ მექსიკელ კარის დარაჯზე მოდის.

და მაინც, პარადოქსია, მაგრამ ოჩოამ ამ სეზონში მაინც ძალიან კარგად თამაშობს. ამ დროისთვის ლა ლიგაში მას ყველაზე მეტი სეივი აქვს - 161. ეს კი, ერთადერთ ფაქტზე მიუთითებს: „გრანადას“ უსუსურობაზე...

0.131852