ფეხბურთი

1:28 | 14.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" ევროპაშია, "მილანი" - ჯახირობს (+VIDEO)

ბერგამოს „ატალანტა“ დამდეგ სეზონში ევროპა ლიგაზე ითამაშებს - პატარა იტალიურმა გუნდმა იმდენი შეძლო, რომ აღნიშნულ წარმატებას მიაღწია და სავსებით დამსახურებულადაც. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ევროპაში ადგილი 36-ე ტურში „მილანთან“ მატჩის მერე დაიბევა.

ლომბარდიულ დერბში მასპინძლებს მოპოვებული ქულაც ეყოთ უდიდესი წარმატებისთვის, თუმცა გამარჯვებასთანაც ახლოს იყო: ანდრეა კონტიმ პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა ანგარიში. სხვათა შორის, კონტიმ სეზონში მერვე გოლი გაიტანა და და ტოპ ხუთ ჩემპიონატებში საუკეთესო ბომბარდირია მცველებს შორის. აი, „ატალანტას“ საქმე თუ იდეალურადაა, იგივეს ვერ ვიტყვით „მილანზე“ - ვინჩენცო მონტელას გუნდში არ იგრძნობა არანაირი შემართება, მოგების წყურვილი, გააზრებული თამაში - მოკლედ, „როსონერი“ ძალიან შორსაა იმ „მილანისგან“, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით ქომაგი ჰყავს. საბოლოოდ, სტუმრებს ქულა ჟერარ დეულოფეუს გოლმა გადაურჩინა 87-ე წუთზე. სხვათა შორის, ეს ქულა შესაძლოა მილანელთათვის ერთობ ფასეული გამოდგეს, რადგან „ფიორენტინასთან“ ერთქულიანი უპირატესობა სწორედ ესპანელის გოლით მოიპოვა და დარჩენილ ორ ტურში თუ გაიმარჯვებს, ევროპა ლიგაზე უცილობლივ ითამაშებს. ვნახოთ, „მილანისგან“ უკვე აღარაფერი გაგვაკვირვებს.

„ფიორენტინამ“ კი, თავის მხრივ ტურის სასტარტო მატჩში რომის „ლაციოს“ მოუგო - 3:2. ამ შეხვედრას „იებისთვის“ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და ამიტომაც იყო, რომ შეხვედრას უფრო მეტი სერიოზულობით მიუდგა, ვიდრე მისი მეტოქე. ეს ბუნებრივიცაა, რადგან „ვიოლას“ ევროსაგზურის მოსაპოვებლად ქულები ჰაერივით სჭირდება, მაშინ, როცა „ლაციალეს“ ევროპა ლიგის საგზური უკვე ჯიბეში აქვს და ახლა ყურადღება სხვა მატჩისკენ აქვს მიმართული. „ლაციო“ ხომ 17 მაისს, იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსს“ ეთამაშება.

„ფიორენტინა“ – „ლაციო“ 3:2 (0:0)

ფლორენცია, „არტემიო ფრანკი“

მაყურებელი: 25 770

„ფიორენტინა“ (3-4-2-1): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, დე მაიო, ასტორი; კიეზა (ტელო 65), ვესინო, ბორხა ვალერო, ოლივერა (სანჩესი 65); კრისტოფორო (კალინიჩი 65), ბერნარდესკი; ბაბაკარი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

„ლაციო“ (3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი, ჰუდტი, რადუ; პატრიკი, პაროლო, მურჯია, ლუის ალბერტო, ლუკაკუ (ლომბარდი 49); ჯორჯევიჩი (ფელიპე ანდერსონი 70), კეიტა (მმობილე 71)

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 0:1 კეიტა (55), 1:1 ბაბაკარი (67), 2:1 კალინიჩი (73), 3:1 ლომბარდი (76, ა.გ), 3:2 მურჯია (81)

გაფრთხილება: ასტორი (26), ბორხა ვალერო (90) - პაროლო (26), რადუ (64), ჰუდტი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 11 (7) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დომენიკო ჩელი

„ატალანტა“ – „მილანი“ 1:1 (1:0) VIDEO

ბერგამო, „ატლეტი აძური“

მაყურებელი: 16 000

„ატალანტა“ (3-4-2-1): ბერიშა; მაზიელო, კალდარა, ტოლოი; კონტი, კესიე, ფროილერი, სპინაცოლა; კრისტანტე (ჰატებური 84), გომესი (პალოსკი 90); პეტანია

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

„მილანი“ (3-5-2): დონარუმა; გომესი, ძაპატა, რომანიოლი; კუცკა (ბაკა 58), სუსო, მონტოლივო, პაშალიჩი (ბერტოლაჩი 78), დე შილიო (ვანგიონი 90); დულოფეუ, ლაპადულა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 კონტი (44), 1:1 დეულოფეუ (87)

გაფრთხილება: ტოლოი (35), კონტი (45) - სუსო (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 7 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 10:5 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჯანლუკა როკი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.246365