ფეხბურთი

22:00 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: "იმედია, ისტორია განმეორდება"

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო 1996 წლის "იუვესა" და დღევანდელს შორის პარალელს ავლებს. ამჟამად, Sky Sport-ის მიმომხილველი იმედოვნებს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მაშინდელი ისტორია განმეორდება და „ბებერი ქალბატონი“ 21 წლიანი პაუზის მერე ევროპაში უძლიერესი გუნდის სახელს ისევ მოიპოვებს.

„1996 წელს „იუვენტუსის“ ჩემპიონობა სიურპრიზი იყო, ახლა კი, გუნდი შემართულია ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და ამისთვის მზადაა. ჩვენს დროს მეოთხედფინალში „რეალს“ მოვუგეთ, რომელიც მაშინ ევროპაში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობდა, ხოლო ახლანდელმა „იუვემ“ იგივე სიტუაციაში „ბარსელონას“ აჯობა. ნახევარფინალში ჩვენ ფრანგული „ნანტი“ დავამარცხეთ, ხოლო ალეგრის გუნდმა მეორე ფრანგულ გუნდს, „მონაკოს“ მოუგო. ფინალში კი, ორივე ფორმაციის გუნდს მოქმედ ჩემპიონთან მოუწია დაპირისპირება - ჩვენ „აიაქსთან“, ამჟამინდელ „იუვენტუსს“ კი, „რეალი“ ელოდება. ბედნიერი ვიქნები, თუ მაშინდელი ისტორია განმეორდება“

ტოტი? - როდესაც კარიერას ასრულებ, ეს ყოველთვის მტკივნეული გადაწყვეტილებაა. სიამოვნებით დავესწრები მის ბოლო თამაშს, თუ ბილეთები ჯერ კიდევ დარჩენილია, თუ არადა, ტელევიზორით აუცილებლად ვუყურებ. ჩემი და მისი დასასრული თან გავს და თან განსხვავებულია - ჩვენ ორივემ ერთი გუნდის მაისურით დიდი ხანი ვითამაშეთ, მიუხედევად იმისა, რომ ორ განსხვავებულ კლუბში ვთამაშობდით.

რაც შეეხება კონტეს - მან განსაკუთრებული რამ გააკეთა. ანტონიომ „იუვენტუსშიც“ პირველივე სეზონში მოახერხა ტრიუფმი, თუმცა არ ვიცი, რამდენად გააგრძელებს გამარჯვებებს „ჩელსიში“, რადგან როგორც ამბობენ, მას „ინტერი“ ეპატიჟება“, - დასძინა დელ პიერომ.

აღსანიშნავია, რომ ალექს დელ პიერო „იუვენტუსს“ ზუსტად 5 წლის წინ, 2012 წლის 13 მაისს დაემშვიდობა.

0.104288