ავტოსპორტი

15:58 | 13.05.2017 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია მონცას რბოლას მეოთხე პოზიციიდან დაიწყებს

TCR-ის საერთაშორისო სერიამ სპადან მონცაზე გადაინაცვლა. ერთი ლეგენდარული ტრასა მეორემ შეცვალა, რომელიც „ალფა რომეოსთვის“ საშინაო ავტოდრომია. ჩვენდა სასიხარულოდ, დათა ქაჯაიამ ეს ეტაპი კარგად დაიწყო. პირველ პრაქტიკაზე მეოთხე დროის ჩვენების შემდეგ, კვალიფიკაციის დასკვნით ნაწილშიც მეოთხე დრო ჰქონდა, რაც პირველი რბოლის მეორე რიგიდან დაწყების საშუალებას მისცემს.

დათას სერბმა თანაგუნდელმა დუშან ბორკოვიჩმა ვერ შეძლო 12 საუკეთესოში მოხვედრა და მე-15 დროს დასჯერდა. კვალიფიკაცია კი ბელგიელმა ფრედერიკ ვერვიშმა მოიგო (აუდი), ვისთვისაც ეს TCR-ის საერთაშორისო სერიაში პირველი პოულია. ის ერთადერთი პილოტია ვინც მონცას წრე წუთსა და 59 წამზე ნაკლებში გაიარა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველ ათეულში მყოფ პილოტებს, პოულთან წამზე ნაკლები აშორებს.

მეშვიდე დროს დასჯერდა კლასიფიკაციის ფრანგი ლიდერი ჟან-კარლ ვერნეი, რომელსაც მონცაზე ახალ თანაგუნდელი ჰყავს - ჰოლანდიელი იააპ ვან ლაგენი. ის რობ ჰაფს მხოლოდ მონცაზე ცვლის, მომდევნო ეტაპებზე კი „ლეოპარდ რეისინგს“ კვლავ ბრიტანელი პილოტი დაუბრუნდება.

„მეოთხე პოზიციით კმაყოფილი ვარ. რამდენადაც იტალიაში ვართ, აქ ბევრი ფანი გვიჭერს მხარს. რა თქმა უნდა, პოული უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ჭარბი მოხვევადობა არ მიწყობდა ხელს. ამის გარეშე, ორი-სამი მეათედთ უკეთესი დრო შეიძლებოდა მქონოდა. ჩვენს მანქანა მაქსიმალური სიჩქარით ჩამოუვარდება მეტოქეებს და ამის კომპენსირება სლიპ სტრიმით შეიძლებოდა, მაგრამ ამისათვის ვერავის წავაწყდი. ვფიქრობ, პირველ მოსახვევში არეულობა იქნება. ამიტომ, ვეცდები შეხლა-შემოხლას მოვერიდო, რათა ქულებისთვის ბრძოლა შევძლო“, - განაცხადა ქაჯაიამ, ვინც რევერსის წესის შესაბამისად, მეორე რბოლას მე-6 პოზიციიდან დაიწყებს.

პირველი რბოლა შაბათსვე ჩატარდბა, მეორე რბოლა კი კვირას შუადღისითაა.

TCR-ის საერთაშორისო სერია, იტალიის ეტაპი

მონცა, კვალიფიკაცია

  1. ფრედერიკ ვერვიში (ბელგია, აუდი) 1:58.997
  2. რობერტო კოლჩაგო (იტალია, ჰონდა) 1:59.097
  3. ატილა ტაში (უნგრეთი, ჰონდა) 1:59.131
  4. დავით ქაჯაია (საქართველო, ალფა რომეო) 1:59.469
  5. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, ოპელი) 1:59.495
  6. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 1:59.737
  7. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 1:59.783
  8. სტეფანო კომინი (შვეიცარია, აუდი) 1:59.809
  9. ფერენც ფიჩა (უნგრეთი, სეატი) 1:59.895
  10. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატი) 1:59.898
  11. უგო ვალენტე (საფრანგეთი, სეატი) 2:00.037
  12. იააპ ვან ლაგენი (ჰოლანდია,ფოლკსვაგენი) 2:00.043
  13. ჯანი მორბიდელი (იტალია, ფოლკსვაგენი) 2:00.734
  14. ჯაკომო ალტოე (იტალია, ფოლკსვაგენი) 2:00.832
  15. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, ალფა რომეო) 2:00.847
  16. პიერ-ივ კორტალსი (ბელგია, ოპელი) 2:00.946
  17. სტიან პაულსენი (ნორვეგია, სეატი) 2:01.654
  18. დანიელე კაპელარი (იტალია, სეატი) 2:04.833
  19. იენს რენო მიოლერი (დანია, ჰონდა) 2:06.949
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117649